Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

rainbow ანუ აჰა, მოგიტევე ზრუნვაი ჩემი


ავტორი: ფიჩხელი

დილით, ახალი მისული ვიყავი სამსახურში, როდესაც ჩემს სამუშაო ოთახში მეგობარი, ერთ ერთი ტაძრის წინამძღოლი შემოვიდა, მამაომ მოწყალების შედეგად აგროვებული თანხა მოიტანა გადასახურდავებლად. ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ სასულიერო საკითხებზე გავაბით საუბარი ისე, როგორც ეს 15 წლის მეგობრებს ჩვევიაა. ბევრი ვისაუბრეთ, უფრო მეტი ვიკამათეთ ძმური სიყვარულით, მათ შორის ისეთ თემებს შევეხეთ როგორიც ძველი და ახალი აღთქმის მღვდლებს და მღვდელმთავრებს შეეხება, პარალელები გავავლეთ (გავუვლე) დღევანდელ სამღვდელოებასთან, ასევე ფარისეველთა, სადუკეველთა და სხვა ჭეშმარიტებაშეცდომილთა ძალაუფლებაზე და საერო ცხოვრებაში მათ გავლენაზე ვისაუბრეთ, აქაც არ გამჭირვებია თანამედროვეობის მედროვეებთან პარალელების გავლება და დიდი სხვაობის ვერ აღმოჩენამ სრულიადაც არ გამიცრუა იმედი, რომელიც თავიდანვე არ მქონია. გავიგე სიახლეც, რომ თურმე ზოგიერთ მღვდელს "უტყდება" მოწყალების შეგროვება და თხოვნა, რადგან თავი ბრაჰმანებს მიკუთვნებულ კასტად წარმოუდგენიათ (ეს მართლა სიახლე იყო ჩემთვის, როგორც ის, რომ დღეს უკვე თავად მღვდელი, ოღონდა სხვა, იხსენებდა, რომ როდესაც ჯვარს იწერდა, სანამ 50 ლარი არ გამოართვა მღვდელმა ისე საიდუმლო არ შეუსრულა), და იმას გაიძახიან, რა მღვდლების საქმეა გზებზე აიაზმის პკურება მანქანებზე, ხატებით აქეთ–იქეთ სირბილი და მოწყალების აკრება–ო (ისე ამ კაცსაც არ გაემტყუნება, გაუგია 25 000 000 არის წელს საპატრიარქოს ბიუჯეტიო), მაგრამ ეტყობა ის არ გაუგია რაც დავით მეფსალმუნემ თქვა (ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა) არადა ჩემი მეგობარი მოძღვარი ხშირად ითხოვს მოწყალებას და ამ მოწყალების შედეგია, ის რომ ერთი ტაძარი ააშენა და მოხატვის ფაზაშია, ხოლო მეორეს მშენებლობა კი დაწყებული აქვს, ხოლო საღამოს 2 ოთახიან ბინაში 8 სული ერთად იძინებს. მოკლედ, მამაო მალე წავიდა, დღემაც მისდაუნებურად ჩაიარა. სახლში ვაპირებდი წასვლას, ის იყო ქუჩა გადავკვეთე და მანქანაში ვჯდებოდი, რომ ერთ ერთი "პრესტიჟული" ეკლესიის წინამძღვარი მანქანის პარკირებას ცდილობდა, მაგრამ ადგილი არ დახვდა ხოლო ერთ–ერთი მანქანა, რომელიც სადგომთან ახლოს იდგა და ამ მღვდელს არანაირად არ უშლიდა მოძრაობაში ხელს, ეს მანქანა არ მოეწონა მის მერსედესთან შედარებით თუ რა იყო "შე ყ..." მიაძახა და მანქანა აკრძალულ ადგილზე, თეთრით შემოხაზულს მიღმა "მიაპარკოვკა". იქვე ხალხმრავლობა არის ხოლმე და უკვე ეს პირობითად "მოძღვარი" როდესაც გადმოდიდებულდა მანქანიდან "მამაო დამლოცე" გამოსძახეს შეკრებილმა მორწმუნეებმა, ამანაც ისე რომ ცალი ფეხი ქუჩაში ხოლო ცალი კი მანქანაში ჰქონდა, ნახევრად მიტრიალებულმა გადასტყორცნა Именно (სახელდობრ) ესროლა ჯვრის გადასახვა, ცალი თვალით გახედა კურთხევის გამომთხოვთ და ცელოფნის შეფუთვაში მანქანის ახალი ხალიჩები ე.წ. "კავიორები" იღლიაში ამოიდო და თავის საქმეზე გაქუსლა.

მე კი გამიგია "არ განიკითხო და არ განიკითხებიო", მაგრამ შენ თუ გაგიგია "და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროჲსღა ამხილებდითცა. (პავლე მოციქულის წიგნი ეფესელთა მიმართ თავი 4, 11 ) ალბათ ამის წაკითხვის დროს გაიფიქრებ ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. (სახარება მათესი, თავი 10. 9.10) ხოლო მე ამის პასუხად გეტყვი: "უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით", (სახარება მათესი თავი 10. 8 )


ეპილოგი
"და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა" (სახარება მათესი 18.6)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG