Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი ღმერთი ჰომოფობი არ არის


ავტორი: თამარ კურატიშვილი

ნაკლებად მანაღვლებს ლიბერალური ღირებულებები მაქვს თუ შიზოიდური. მართლმადიდებელს ვფხან გულს თუ ათეისტს,_ერთი ვიცი, ღმერთი არის ჩემში და ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც მას სურს,_ეცვას, ეკეთოს,ისვას,იღებოს, ილაპარაკოს_აკეთოს რაც უნდა, როგორც უნდა და ვისთან ერთადაც უნდა, მე კი, უნდა მიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის... მახარებს ისიც, რომ მან შემქმნა „სახედ და ხატად თვისად“ და „შთამბერა სული“_სული თავისუფალი. ჩემი ღმერთი მასწავლის , რომ ვინც „არ განკითხავს, არ განიკითხება“ და ვითვისებ ამას. ვითვისებ და, რადგანაც მისგან მონიჭებულ შენს „თავისუფლებაში“ მე არა მესაქმება რა, ისე შენ არ გესაქმება ჩემს თავისუფლებაში არარა.
იყო წარღვნა და იხსნა ღმერთმა ნოე. შვა ძე თვისი ღმერთმა და იხსნა კაცობრიობა. უახლოეს მომავალში სამყაროს აღსასრულს ველოდებით და შენ, ანაფორაში, მარწმუნებ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება; ქადაგებ, რომ არ უნდა მეშინოდეს, უნდა მივყვე სიკეთის გზას და რწმენა იხსნის ჩემს სულს. შენ რატომღა გეშინია აღსასრულის ჟამისა?! რატომ გეშინია აიდი ბარათებისა, ბოროტმოქმედებისა, გარყვნილებისა? რატომ ეწინააღმდეგები ღვთის ნებას? რატომ გინდა გადაავადო მეორედ მოსვლა? _ გეშინია?!
მე არ მეშინია, რადგან მიყვარს მე ღმერთი ჩემში და მიყვარს ადამიანი ჩემ გვერდით. შენ ვერ იხსნი სამყაროს შენი თვალით დანახული სიკეთისა და სამართლიანობის დაკანონებით, რადგან აღსასრული მაინც მოვა და არა იმ დროს, როცა შენ იტყვი, იმ დროს, როცა ამის დრო დადგება.
განსხვავება ჩემსა და შენს შორის, ანაფორაა, რაც ნიშნავს, რომ შემიძლია მოვიდე შენთან, გესაუბრო, მოგისმინო, შენც მომისმინო, მივიღო ზიარება შენგან და გმადლობ, ამ სიკეთისთვის. მაგრამ ნუ მეტყვი, რომ ღმერთს შენ ჩემზე, ზანგზე, ჰომო თუ ჰეტეროსექსუალზე მეტად უყვარხარ. ნურც მტერს გამიჩენ მათი სახით და ნურც მთხოვ სიკეთის სახელით მათ ლანძღვა-გვემას, რადგან ჩემმა ღმერთმა მტრის სიყვარული მასწავლა. ნურც შენ გამოარჩევ კარგს ცუდისაგან, მისაღებს მიუღებლისაგან რადგან ყველა ერთია, ყველა ადამიანია, ყველა უფლის შვილია.
თუ შენ უფლის შვილი არ გიყვარს, გაიხადე ანაფორა, რადგან მე არ მითხოვია შენთვის ლიდერობა, რევოლუცია, ძალადობა _მე გთხოვ მშვოდობას, რადგან ჩემი ღმერთი არის მშვიდობა. სიკეთე და ბოროტება გადამდებია,_ ნუ დამანახებ ბოროტს, მოძალადეს შენში. ნუ მაჩვენებ, რომ ჯვაროსნული მისია გაკისრია, რადგან შენ ჩემი ხსნა არა, _დახმარება გევალება და ისიც იმიტომ გევალება, რომ ანაფორა შენი ნებით გაცვია.
ჩემს ღმერთს სქესი არ აქვს! ჩემი ღმერთი ჰომოფობი არ არის !
მას ეს ფობიები არ ესმის, რადგან ჩემს ღმერთს ყველა უყვარს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG