Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა პუტინს სთხოვა დახმარება ეუთოს მეთვალყურეების გათავისუფლებაში


კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ცნობა გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის 1 მაისის სატელეფონო საუბრის შესახებ. ტექსტში აღნიშნულია, რომ საუბარი ანგელა მერკელის ინიციატივით შედგა. გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა იმსჯელეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. კრემლის პრეს-სამსახურის თანახმად, ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინს დახმარება სთხოვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაკავებული ევროპელი, მათ შორის გერმანელი, სამხედრო მეთვალყურეების გათავისუფლებაში. პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა მთავარია უკრაინის აღმოსავლეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა, ძალადობის შეწყვეტა და საკონსტიტუციო რეფორმაზე ფართო ეროვნული დიალოგის დაწყება, ყველა რეგიონისა და პოლიტიკური ძალის მონაწილეობით. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინაში ეუთოს საშუამავლო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას. ინფორმაციას ანგელა მერკელისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.
XS
SM
MD
LG