Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერშბოუ: "ამიერიდან ნატოც განიხილავს რუსეთს არა პარტნიორად, არამედ მტრად"


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ამიერიდან ალიანსი იძულებულია რუსეთი მტრად ჩათვალოს. ვერშბოუს თანახმად, ნატოს ოცწლიანი მცდელობის მიუხედავად - რუსეთთან პარტნიორობა დაემყარებინა, მოსკოვმა „ნატო მტრად გამოაცხადა“. ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, „ამიერიდან ნატო განიხილავს რუსეთს არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც მტერს“. ალექსანდრ ვერშბოუ სხვადასხვა დროს აშშ-ის ელჩი იყო რუსეთსა და ნატოში. ის თვლის, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს თავისი ჰეგემონიის აღდგენას მეზობელ სახელმწიფოებზე „რუსული სამყაროს“ ინტერესების დაცვის მოტივით. „ჩვენ კვლავაც დავიცავთ რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტსა და არჩევნის თავისუფლებას“, - განუცხადებია ალექსანდრ ვერშბოუს 1 მაისს ვაშინგტონში. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნატომ შეაჩერა რუსეთთან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG