Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის დედაქალაქში აფეთქებას ემსხვერპლა 15 ადამიანი


ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში, ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან აფეთქებას ემსხვერპლა 15 ადამიანი. არიან დაჭრილებიც. აფეთქება მოხდა გადატვირთული ტრასის გასწვრივ და ახლოს იმ ადგილთან, სადაც ორი კვირის წინ აფეთქებამ იმსხვერპლა 75 პირი. მაშინ 141 ადამიანი დაიჭრა. ორი კვირის წინანდელ აფეთქებაზე პასუხისმგებლად თავი ტერორისტულმა ჯგუფმა „ბოკო ჰარამმა“ გამოაცხადა“. 1 მაისი ნიგერიაში დასვენების დღეა. მომავალ კვირაში აბუჯამ უნდა უმასპინძლოს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც აფრიკას ეძღვნება. ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა 1 მაისს განაცხადა, რომ 14 აპრილის აფეთქების შემსრულებლები უნდა დაისაჯონ და რომ ნიგერია გაიმარჯვებს ბოროტებაზე, რომელსაც სურს წინ აღუდგეს ქვეყნის პროგრესს.
XS
SM
MD
LG