Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო მხარს არ უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს


საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი ეკლესიისთვის მისაღები გახდა. „კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატრიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს“, - ნათქვამია სქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. ამასთან მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს , რომელიც „გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს“, რომლისთვისაც „ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG