Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლავიანსკში დაპატიმრებული ეუთოს დამკვირვებლების ბედზე შვეიცარიაში მოლაპარაკებები გაიმართება


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ჩადის, სადაც უკრაინაში შექმნილი კრიზისის თაობაზე გამართავს მოლაპარაკებებს. როტაციის წესით ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ შვეიცარიაა, რომლის მთავრობის განცხადებით, ვალტერ შტაინმაიერი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დიდიე ბურკხალტერს შეხვდება. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. გერმანია განაგრძობს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რათა მან ხელი შეუწყოს ეუთოს სამხედრო ექსპერტების განთავისუფლებას, რომლებიც პრომოსკოვურად განწყობილი მეამბოხეებს ჰყავთ შეპყრობილი. სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი შვიდიდან ოთხი დამკვირვებელი გერმანიის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG