Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქცია გამართეს საერთაშორისო საფოსტო კომპანიების წარმომადგენლებმა


გუშინ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საფოსტო კომპანიების - TNT, DHL, UPS და FEDEX - წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ. კომპანიები აპროტესტებენ სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „საფოსტო კავშირის შესახებ“. ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, "საქართველოს ფოსტას" ეროვნული ოპერატორის სტატუსი მიენიჭება და 20 წლით ბაზრის მონოპოლისტი გახდება, ხოლო სხვა ოპერატორები მხოლოდ "საქართველოს ფოსტის" "ქოლგის ქვეშ" შეძლებენ თავიანთი მომსახურების განხორციელებას. საერთაშორისო საფოსტო კომპანიები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG