Accessibility links

თბილისში გაიმართება საერთაშორისო ეკონომიკური სემინარი


დღეს თბილისში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკის შესახებ იმსჯელებენ. სემინარს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, ესწრება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი სამთავრობო, სამეცნიერო და ბიზნესწრეებიდან. ღონისძიების მიზანია იმ ახალი იდეების აღმოჩენა, რომლებმაც, შესაძლოა, ევრაზიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზსა და პროგნოზირებას შეუწყოს ხელი. მონაწილენი ასევე იმსჯელებენ გლობალური ეკონომიკური ფაქტორების ევრაზიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე შესაძლო გავლენის საკითხზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ამ ღონისძიების თბილისში გამართვის იდეა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორის ფილიპ როსლერის ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე წარმოიშვა. სემინარის თანაორგანიზატორია საქართველოს ინვესტიციების ეროვნული სააგენტო.
XS
SM
MD
LG