Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „სადამსჯელოს“ უწოდებს ანტიტერორისტულ ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „კატასტროფით“ დასრულდება. რუსეთის დიპლომატიური უწყება ევროკავშირის ადანაშაულებს „უკრაინაში დესტრუქციული პოლიტიკის გამო.“ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ანტიტერორისტულ სპეცოპერაციის აღმოსავლეთ უკრაინაში „სადამსჯელო აქცია“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოხდეს დეესკალაცია და განთავისუფლდნენ ეუთოს დამკვირვებლები, რომლებიც ერთი კვირის წინ სლავიანსკში მოქმედმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა დაატყვევეს.
XS
SM
MD
LG