Accessibility links

logo-print
გაეროს სტანდარტების მიხედვით, არ შეიძლება მიუსაფარი ბავშვები დიდ ბავშვთა სახლებში ცხოვრობდნენ. მნიშვნელოვანია, ისინი ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გაიზარდონ. შესაბამის რეფორმაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. რა მდგომარეობაა დღეს სააქართველოში ამ კუთხით?

ბავშვთა სახლების მდგომარეობა საქართველოში დღემდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს საკითხი არაერთხელ მოხვედრილა სახალხო დამცველისა თუ სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშებში. 2013 წელს საქართველოს ბავშვთა სახლები საერთაშორისო ორგანიზაცია DRI-მაც იკვლია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პრობლემებზე მუშაობს. ორგანიზაციის დასკვნაში დიდი ადგილი ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პრობლემას.

ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, კვლევაში აქტიურად იყო ჩართული. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ბავშვთა სახლებში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დისკრიმინაციაა:

„ის რეფორმა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა, თავის თავში დისკრიმინაციის შემცველი იყო. ყველა სხვა ბავშვი გაიყვანეს დიდ ბავშვთა სახლებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დატოვეს. პირველი დარღვევაა ის, რომ ისინი გამოკეტილები არიან დაწესებულებებში; მეორე დარღვევაა ის, რომ მათ რეაბილიტაცია არ უტარდებათ; მესამე დარღვევა ისაა, რომ პერსონალს არა აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. მეოთხე, უმთავრესი დარღვევა კი ისაა,რომ იმდენად ცოტა მომვლელია, თითო ბავშვს, ჭამის გარდა, დაახლოებით, შეიძლება 1 საათი უწევდა მზრუნველთან ერთად ყოფნა. ეს კონტაქტი, კომუნიკაცია, სრულიად აუცილებელია. სხვანაირად ბავშვს, უბრალოდ, ვართმევთ განვითარების შესაძლებლობას“.
აი, ეს კვალიფიკაცია მოითხოვს განმტკიცებას, გაუმჯობესებას, მათ გადამზადებას. და კიდევ მეორე პრობლემა, რომელიც დავინახეთ, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურების სისუსტე თუ სრულიად არარსებობაა...

ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ 2005 წელს დაამტკიცა. ეს გეგმა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სხვა საკითხებს მოიცავდა. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დეინსტიტუციონალიზაციაა, რაც გულისხმობს ბავშვთა დიდი სახლების მცირე, ოჯახური ტიპის დაწესებულებებად გადაკეთებას. მიუსაფარ ბავშვთა დიდი თავშესაფრების უდიდესი ნაწილი 2005 წლის შემდეგ, მართლაც, დაიხურა, თუმცა რიგი პრობლემებისა მაინც მოუგვარებელი დარჩა.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსი მაია გედევანიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი აღმზრდელთა კვალიფიკაციაა:

„აი, ეს კვალიფიკაცია მოითხოვს განმტკიცებას, გაუმჯობესებას, მათ გადამზადებას. და კიდევ მეორე პრობლემა, რომელიც დავინახეთ, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურების სისუსტე თუ სრულიად არარსებობაა, იმიტომ რომ არის რაიონები, სადაც ფსიქოლოგი არ ჰყავთ. ახლა, ორი დღის წინ, ვიყავი თელავში და გვითხრეს, „ჩვენ არ გვყავს ფსიქოლოგიო“.
დღესდღობით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ჩვენ არ შეიძლება, ვთქვათ, რომ ძალიან გლობალური დარღვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად თითქმის ყველა მუხლთან გარკვეული ტიპის შენიშვნები არსებობს თითოეულ დაწესებულებაში...

მაია გედევანიშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვთა სახლებში მომვლელთა კვალიფიკაციის განმსაზღვრელი კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს. მისი თქმით, მომვლელებს მუდმივი გადამზადება სჭირდებათ, რომ ბავშვების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს.

ორგანიზაცია Every Child Georgia-ს დირექტორი ანდრო დადიანი ამბობს, რომ მომვლელთა გადამზადებაზე სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა იზრუნოს:

„ეს არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა. მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს და უნდა გრძნობდეს იმის საჭიროებას, რომ ამ მომსახურების მომწოდებელ აღმზრდელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მუდმივი პროფესიული განათლებისა. დღესდღეობით სახელმწიფო ვერ ხედავს ამაში რამე დამატებით ღირებულებას“.

ბავშვთა სახლების მონიტორინგი 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრომაც ჩაატარა. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია ამბობს, რომ სისტემური დარღვევები არ გამოვლენილა:

„დღესდღობით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ჩვენ არ შეიძლება, ვთქვათ, რომ ძალიან გლობალური დარღვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად თითქმის ყველა მუხლთან გარკვეული ტიპის შენიშვნები არსებობს თითოეულ დაწესებულებაში, სადაც ჩვენ მონიტორინგი განვახორციელეთ“.

გია კაკაჩია ამბობს, რომ სამინისტრო რეფორმის ფარგლებში უკვე მუშაობს მომვლელების გადამზადებაზე.

გარდა ამისა, სამინისტროს ამოცანაა, დღემდე შემორჩენილი დიდი ბავშვთა სახლების გაუქმება. მათ შორისაა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, ასევე კოჯრისა და სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლები. გია კაკაჩია ამბობს, რომ რეფორმის ვადებზე საუბარი რთულია, რადგან ბენეფიციარების ალტერნატიულ სერვისებში გადანაწილებასა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების შექმნას დრო სჭირდება.
XS
SM
MD
LG