Accessibility links

logo-print

შტეფან ფიულე: ასოცირების შეთანხმება არის სინათლე გვირაბის ბოლოს


ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს ევროკავშირისა და უკრაინას შორის თანამშრომლობის საბოლოო მიზანს, - განაცხადა ევროკავშირის გაფართოების კომისარმა შტეფან ფიულემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს და მე მათ ვციტირებ, რომ „ასოცირების შეთანხმება არ არის ევროკავშირის და უკრაინის თანამშრომლობის საბოლოო მიზანი“. მე ამას ვუწოდე სინათლე გვირაბის ბოლოს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგივე სინათლე გვირაბის ბოლოს აინთება საქართველოსა და მოლდავეთისთვის, და ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც ევროპული სახელმწიფოები არიან და სერიოზული ევროპული ამბიციები აქვთ“, - განაცხადა შტეფან ფიულემ, რომელიც 2 მაისს პრაღაში, რადიო თავისუფლების შტაბ-ბინას ესტუმრა.
XS
SM
MD
LG