Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: რუსეთი პირდაპირ მხარდაჭერას უწევს სეპარატისტებს უკრაინაში


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას გადაწყვეტილი აქვთ, „საფასური“ გადაახდევინონ რუსეთს უკრაინაში მისი მოქმედებისათვის. ობამამ ეს განცხადება გააკეთა ვაშინგტონში, სადაც 2 მაისს შეხვდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. ამასთან, ობამამ რუსეთი დაადანაშაულა აღმოსავლეთ უკრაინაში „მძიმედ შეიარაღებული ექსტრემისტებისათვის“ „მნიშვნელოვანი მხარდაჭერის“ გაწევაში. ობამას განმარტებით, საფასური, რომლადაც რუსეთს დაუჯდება უკრაინაში მოქმედება, მოიცავს მოსკოვის მიმართ „კოორდინირებულ სანქციებს“ რომლებიც გააძლიერებს რუსეთის დიპლომატიურ და ეკონომიკურ იზოლაციას. „რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ თუ გააგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას და ხელს შეუშლის მიმდინარე თვის საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩვენ სწრაფად გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, მორიგი სანქციების ჩათვლით, რომლებიც მათ უფრო მძიმე საფასურს დააკისრებს“, განაცხადა ობამამ ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG