Accessibility links

ავღანეთში შიშობენ, რომ ასობით ადამიანი შეეწირა მეწყერს


ავღანეთში შიშობენ, რომ ასობით ადამიანი შეიწირა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში ჩამოწოლილმა მეწყერმა. პროვინციის გუბერნატორის, შაჰ ვალიულა ადიბის მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 2000-ზე მეტი ადამიანი მას შემდეგ, რაც მეწყერმა დაფარა სოფელი ჰობო ბარიკი. გუბერნატორის ცნობით, მაშველები ადგილზე არიან, მაგრამ არ გააჩნიათ საკმარისი აღჭურვილობა.
XS
SM
MD
LG