Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი


ოდესაში სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ქალაქ ოდესაში შეტაკებების შედეგად: ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რუსეთის მომხრე აქტივისტები და უკრაინის მთავრობის მომხრეები. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ცნობების თანახმად, ხანძარი მოედო ოდესის პროფკავშირის შენობას, რომელშიც ხალხი იმყოფება. ორ ჯგუფს შორის შეტაკებების შესახებ პირველი ცნობები პარასკევს ნაშუადღევს გავრცელდა. ოდესის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მონაცემებით, მკურნალობენ სულ ცოტა, 15 დაშავებულს.
XS
SM
MD
LG