Accessibility links

ოდესაში, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა


დასავლეთის, უკრაინისა და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ უკრაინის ქალაქ ოდესაში, პროფკავშირის შენობაში ხანძრის შედეგად. შენობაში რუსეთის მომხრე სეპარატისტები იმყოფებოდნენ. ზოგი საინფორმაციო სააგენტო ადგილობრივი პოლიციისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულია, სულ ცოტა, 38 ადამიანი. მანამდე, პარასკევს ნაშუადღევს დაიწყო შეტაკებები რუსეთის მომხრე აქტივისტებსა და უკრაინის მთავრობის მომხრეებს შორის. დაპირისპირების შედეგად დაშავდა, სულ ცოტა, 50 კაცი.
XS
SM
MD
LG