Accessibility links

logo-print

ქალაქ სლავიანსკთან, სულ ცოტა, ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკთან რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან შეტაკებისას. სამინისტრო აცხადებს, რომ სეპარატისტებმა იერიში მიიტანეს ბლოკ-პოსტზე, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ. ამ ცნობას წინ უსწრებდა ინფორმაცია ოდესაში, სულ ცოტა, 30 ადამინის დაღუპვის შედეგად. როგორც იუწყებიან, ეს ადამიანები შეიწირა ხანძარმა, რომელიც პროფკავშირის შენობაში გაჩნდა ოდესაში რუსეთის მომხრე აქტივისტებსა და კიევის მთავრობის მომხრეებს შორის შეტაკებების დროს. ნათელი არ არის, როგორ გაუჩნდა შენობას ხანძარი. ზოგი ცნობით, შენობას თვითნაკეთი აალებადი ყუმბარები ესროლეს. ოდესაში დაპირისპირების შედეგად დაშავდა, სულ ცოტა, 50 ადამიანი.
XS
SM
MD
LG