Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას თქმით, რუსეთი პირდაპირ დახმარებას უწევს უკრაინელ სეპარატისტებს


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ-ი და გერმანია ერთსულოვანი არიან შეფასებაში, რომ რუსეთი „მნივშენლოვან დახმარებას უწევს“ და „მძიმე შეიარაღებით ამარაგებს ექსტრემისტებს“ აღმოსავლეთ უკრაინაში. ობამას თქმით, უკრაინაში ასეთი მოქმედების გამო, ობამას თქმით, რუსეთს საფასური გაღება მოუხდება და აშშ-ისა და ევროპის „კოორდინირებული სანქციები“ რუსეთის ეკონომიკურ და დიპლომატიური იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. 2 მაისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ვაშინგტონში, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-სა და გერმანიას ნატოს წესდების მეხუთე მუხლით მტკიცე ვალდებულება ეკისრებათ მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის თაობაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს „აქვს უფლება და აკისრია პასუხისმგებლობა, რათა აღადგინოს კანონიერება და წესრიგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.“
XS
SM
MD
LG