Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სასამართლომ დამხობილი პრეზიდენტის 100-მდე მომხრე დამნაშავედ ცნო


ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის, ისლამისტი მოჰამედ მორსის 100-მდე მომხრე დამნაშავედ ცნო მკვლელობასა და ძალადობაში მონაწილეობის გამო და მათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით 102 განსასჯელის მიმართ განაჩენი 3 მაისს გამოცხადდა. გასულ კვირაში სასამართლომ ყოფილი მმართველი პარტიის „მუსლიმთა საძმოს“ 700-მდე აქტივისტის მიმართ სასიკვდილო განაჩენი დაამტკიცა. მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის აგვისტოში დემონსტრაციების დროს პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციელის მკვლელობის ბრალდებებით.
XS
SM
MD
LG