Accessibility links

logo-print

უცნობები ძებნილ ერეკლე კოდუას ძმას დაესხნენ თავს


თბილისში ნიღბიანმა პირებმა სასტიკად ცემეს ბიზნესმენი დავით კოდუა. იგი ძებნაში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმაა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებითი კომენტარი არ კეთდება. დავით კოდუა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG