Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა


3 მაისს ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ქალაქის ცენტრში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა და არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. “ეს არჩევნები იმიტომაც არის განსაკუთრებული, რომ ჩვენს ხალხს პირველად ეძლევა საშუალება, რომ პირდაპირი წესით თითონ აირჩიოს ადგილობრივი ხელისუფლება და მერე თითონვე აკონტროლოს არჩეული მთავრობა. ჩვენ ვირჩევთ 12 ქალაქის მერს და 59 გამგებელს და ასევე მაჟორიტარულ დეპუტატებს და ეს არის სრულიად ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნისათვის“. ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისელებს სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ახალი სასწავლო, სამედიცინო და სამრეწველო ობიექტების აშენებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG