Accessibility links

logo-print

ჯონ კერი მიესალმა ეუთოს შვიდი დამკვირვებლის განთავისუფლებას


ეუთოს დამკვირვებლები

ეუთოს დამკვირვებლები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა ეუთოს შვიდი დამკვირვებლის განთავისუფლებას, თუმცა განაცხადა, რომ მოსკოვს კიდევ მეტის გაკეთება მართებს უკრაინაში შექმნილი კრიზისის დეესკალაციისათვის. კერიმ, რომელიც აფრიკაში გაემგზავრა, 3 მაისს სატელეფონო საუბარი გამართა სერგეი ლავროვთან, რომელსაც შეახსენა, რომ მთავარია რუსეთმა აიძულოს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რათა მათ გაათავისუფლონ დაკავებული შენობები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად სერგეი ლავროვი მას ესაუბრა სიტუაციაზე ოდესაში და იმ ძალადობის შეჩერების აუცილებლობაზე, რასაც 2 მაისს სულ მცირე 42 ადამიანი შეეწირა.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ კრამატორსკის რეგიონული უშიშროების სამსახური შენობაზე, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხნის პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ჰქონდათ დაკავებული. ქალაქი კრამატორსკს სამხრეთით ესაზღვრება მეამბოხეთა მთავარ საყრდენი დასახლებულ პუნქტი, ქალაქი სლავიანსკი, სადაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სპეცდანიშნულების ძალებმა გაანთავისუფლეს აეროპორტი და სატელევიზო ანძა. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იუწყება, სამთავრობო ძალებს მჭიდრო ალყაში ჰყავთ ქალაქის ცენტრალური ნაწილი და აგრძელებენ ოპერაცის შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG