Accessibility links

logo-print

პოლიციამ ბიზნესმენ კოდუას ცემაში ეჭვმიტანილი დააკავა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. თბილისში ნიღბიანმა პირებმა სასტიკად ცემეს ბიზნესმენი დავით კოდუა. იგი ძებნაში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმაა. დავით კოდუა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG