Accessibility links

logo-print

ოდესაში პრორუსულმა აქტივისტება მილიციის შენობას შეუტიეს


უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მღელვარება იზრდება, მთვარობა აგრძელებს „ანტიტერორისტულ" ოპერაციას პრორუსული მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებმაც ადგილობრივი მმართველობის შენობები დაიკავეს. პრორუსულმა აქტივისტებმა, მათი რიცხვი, ცნობით, ასეულობით იყო იერიში მიტანეს პოლიციის განყოფილებაზე ოდესაში. ქალაქ კონსტანტინოვკაში არმიის ნაწილებმა სეპარატისტების წინააღმდეგ აქტიური მოქმედება დაიწყეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენი ავაკოვის თქმით, მთავრი შეტაკებები ხდება ტელეანძის მიდამოებში. იტყობინებიან, რომ უკრაინის ჯარისკაცები შვეულმფრენებიდან გადმოსხეს და ისინი ქალაქის ადმინისტრაციის შენობისკენ მიწევენ. დონეცკის ოლქის ქალაქ კრემატორსკიდან იტყობინებიან, რომ უკრაინის ძალები განაგრძობენ სეპარატისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას. სხვადასხვა მედია დახოცილების სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს, იუწყებიან შვიდიდან ათამდე დახოცილის შესახებ. უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკმა ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ოდესის უშიშროების ძალებმა არაფერი გააკეთეს პარასკევს, ოდესაში, 46 პრორუსული აქტივისტის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. იაცენიუკის თანახმად, საქმე სრულად დამოუკიდებლად იქნება გამოძიებული. მანვე თქვა, რომ ოდესაში პრორუსული სეპარატისტების მიერ პროვოცირებული არეულობა კატასტროფული გამოდგა.
XS
SM
MD
LG