Accessibility links

logo-print

ავღანეთში მეწყერის მსხვერპლს გლოვობენ


ავღანეთში დღეს გლოვობენ 2 მაისს ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლს. 2 მაისს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციის სოფელ ჰობო ბარიკში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი 10 მეტრის სიმაღლის ტალახის მასაში ჩამარხა. დახოცილთა ზუსტი რიცხვი არაა ცნობილი. ავღანეთის ოფიციალური პირები ადასტურებენ 300 ადამიანის დახოცვას და უარყოფენ ადრე გავრცელებულ ცნობას 2500 დაღუპულის შესახებ. მეწყერი მოჰყვა გასულ კვირაში გადაუღებელ წვიმას.
XS
SM
MD
LG