Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელ ისლამისტ მეამბოხეთა შორის შეტაკებისას 62 მებრძოლი მოკლეს


სირიის მოვლენათა სამეთვალყურეო ჯგუფის თანახმად, ამ ქვეყნის აღმოსავლეთში, ნავთობით მდიდარ არეალში ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებისას 62 მეამბოხე დაიხოცა. ბრიტანეთში დაფუძნებული სამეთვალყურეო დაჯგუფების ინფორმაციით, ბრძოლებს მოჰყვა ასეულობით სამოქალაქო პირის იძულებით გადაადგილება საცხოვრებელი ადგილებიდან. შეტაკებებში მონაწილეობდნენ ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ნუსრას ფრონტის და ალ-ყაიდის სეპარატისტული ჯგუფის, ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები. ამ ორმა გაერთიანებამ ადრე სირიის პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადის ჯარებს წაართვეს ეს რეგიონი, რომლისთვისაც ახლა ისინი ერთმანეთს ებრძვიან.
XS
SM
MD
LG