Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის მთავრობამ ჯარი გააგზავნა ასამის შტატში


ინდოეთის მთავრობამ ჯარი გააგზავნა ასამის შტატში, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც ძალადობის აქტი მოხდა მაჰმადიანების წინააღმდეგ. ინციდენტები მოხდა ინდოეთში მრავალ დღიანი საყოველთაო არჩევნების ფონზე. მეტოქეთა წინასაარჩევნო რიტორიკა ზოგჯერ იწვევს რელიგიათა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის მტრობის გაღვივებას. პოლიციამ ბრალი დასდო ბოდოს ტომს ასამის შტატში, სადაც ბანგლადეშიდან ჩადიან მაჰმადიანი ემიგრანტები.
XS
SM
MD
LG