Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში პრორუსულმა ძალებმა პოლიციის შტაბბინას შეუტიეს


ათეულობით პრორუსული აქტივისტი გაუშვეს ოდესის საპატიმროდან 4 მაისს მას მერე, რაც დაახლოებით ორი ათასმა კაცმა პოლიციის შენობას ალყა შემოარტყა და მათ განთავისუფლება მოითხოვა. მათ გადაკეტეს შესასვლელი, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, როცა პოლიციამ შენობაში შესვლის ნება არ დართო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაუშვეს 67 პრორუსული აქტივისტი.პარასკევის ინციდენტს იქ 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 2 მაისს დახოცილთა უმეტესობის სიკვდილი გამოიწვია ცეცხლმა, რომელიც გაჩნდა შენობაში, რომელშიც პრორუსული აქტივისტები იმყოფებოდნენ და სადაც ქუჩაში შეტაკებების შემდგომ აალებადი ბომბები შეყარეს. პოლიციამ ძალადობის მონაწილე ათეულით პირი დააკავა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ოდესის უშიშროების ძალებმა არაფერი გააკეთეს პარასკევს, ოდესაში, 46 პრორუსული აქტივისტის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, ყველა ორგანიზატორი, ვინც რუსეთის ლიდერობით დაიწყო ეს სასიკვდილო იერიში, უკრაინასა და ოდესაში, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. იაცენიუკის თანახმად, საქმე სრულად დამოუკიდებლად იქნება გამოძიებული. მანვე თქვა, რომ ოდესაში პრორუსული სეპარატისტების მიერ პროვოცირებული არეულობა კატასტროფული გამოდგა. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მღელვარება იზრდება, მთავრობა აგრძელებს „ანტიტერორისტულ“ ოპერაციას პრორუსული მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებმაც ადგილობრივი მმართველობის შენობები დაიკავეს.
XS
SM
MD
LG