Accessibility links

ერაყში ბოლო დღე-ღამეში 30 ადამიანი მოკლეს


ერაყში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 30 ადამიანი მოკლეს სხვადასხვა ინციდენტის დროს. ძალადობის ფონია 30 აპრილის საყოველთაო არჩევნების ხმების დათვლა. ეს 2011 წელს დასავლეთის ჯარის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ პირველი არჩევნები იყო. სამი ადამიანი ბაღდადსა და მოსულში მოკლეს. ფალუჯაში, ჭურვები დაუშინეს არეალს, სადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის ჩრდილოეთში, შიიტი პილიგრიმების ავტობუსზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG