Accessibility links

logo-print

გაერო დონორებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად


გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ გააკრიტიკა 4 მაისს დონორები, რომ საკმარისს არ აკეთებენ სირიელი ლტოლვილებისა და იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც მათ მასპინძლობენ. გაეროს ლტოლვითა უზენაესმა კომისარმა, ანტონიო გუტერეშმა, ეგვიპტის, იორდანიის, ერაყის, ლიბანის და თურქეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვა, რომ სირიის კრიზისი საჭიროებს „ფართო მხარდაჭერას“. გუტერეშმა, იორდანიის ჩრდილოეთში მდებარე ზაატარის ბანაკში სტუმრობისას თქვა, რომ ლტოლვილებს მცირე მხარდაჭერას უწევენ. ამ ბანაკში ასი ათასი სირიელი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG