Accessibility links

logo-print

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი განრისხებულია ოდესაში სეპარატისტთა გათავისუფლების გამო


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი უარყოფითად გამოეხმაურა ოდესაში პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტების გათავისუფლებას და მათ პროვოკატორები უწოდა. ავაკოვის განცხადებით, დაკავებულები 4 მაისს ღამით კიევში უნდა გადაეყვანათ. თუმცა, გენერალური პროკურორის მოადგილემ აკრძალა მათი ოდესიდან ეტაპირება. პრორუსულად განწყობილი აქტივისტების მიერ ოდესის მილიციის შტურმის შემდეგ, პროკურორმა დაკავებულთა გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტ იური ბუტუსოვის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს უთქვამს - „ყველაზე სერიოზულად გამოსაძიებელი პროკურატურის თვითნებური გადაწყვეტილებაა“-ო. შს მინისტრის განცხადებით, ოდესის მილიციის მთელი ხელმძღვანელობა გათავისუფლებულია თანამდებობებიდან. არსენ ავაკოვის თანახმად, შსს-ს ოდესის სამმართველოს ახალი უფროსი სულ ცოტა ხანში ჩავა ადგილზე.
XS
SM
MD
LG