Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ტურჩინოვი - რუსეთი "ეომება" უკრაინას


უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მის ქვეყანას „ეომება“ და რომ მოსკოვის მიმართ გამოვლენილი ადგილობრივი და ინსტიტუციური მხარდაჭერა „კოლოსალური პრობლემაა“ აღმოსავლეთ უკრაინაში. 4 მაისს ტურჩინოვი უკრაინის ტელევიზია - „მეხუთე არხის“ ეთერში გამოვიდა. მან მოსკოვი დაადანაშაულა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში „ვითარების სრულად დესტაბილიზაციის მცდელობაში“. ტურჩინოვის განცხადებით, „ოდესა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა“. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „პატრიოტმა“ უკრაინელებმა აღკვეთეს „ადგილობრივი პროვოკატორებისა და სეპარატისტების“ მიერ ძალადობის „ორგანიზებისა“ და ოდესის „დაჩოქების“ მცდელობა. ტურჩინოვის თანახმად, გასულ შაბათ-კვირას პრო-რუსულად განწყობილმა პირებმა ოდესაში მოწყობილ ძალადობაში ჩართეს „ბევრი პირი რუსეთის პასპორტებით“ და აგრეთვე „მოწვეული სტუმრები“ დნესტრისპირეთის რეგიონიდან.
XS
SM
MD
LG