Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 მაისს იმსჯელებენ "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ძებნის მორიგ ფაზაზე


„სი-ენ-ენის“ ცნობით, 7 მაისს ავსტრალიის, მალაიზიისა და ჩინეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლები ავსტრალიის დედაქალაქში შეიკრიბებიან და იმსჯელებენ - როგორ გაგრძელდეს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ძებნა. ის 8 მარტს გაუჩინარდა. თვითმფრინავში 239 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოს ფარგლებში დღემდე დაათვალიერეს ოკეანის ზედაპირის 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი. პროცესი ჯერჯერობით უშედეგოა. ოთხშაბათის შეხვედრაზე ერთი ჯგუფი გააანალიზებს არსებულ მონაცემებსა და მოპოვებულ ინფორმაციას, მეორე ჯგუფი კი საჭირო რესურსებზე იმსჯელებს. ვინაიდან „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ძებნის მორიგი ეტაპი ძირითადად წყალქვეშა ძებნას დაეთმობა, უმთავრესი საკითხი ოკეანის ფსკერის დეტალური რუკის შედგენა იქნება.
XS
SM
MD
LG