Accessibility links

პაკისტანში ცეცხლი გაუხსნეს ნატოს სატვირთო მანქანებს


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სამ სატვირთო მანქანას, რომელიც ნატოს ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთით ავღანეთისკენ მიემართებოდა. მოკლულია ორი ადამიანი. სატვირთო მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს ხიბერის პროვინციის ვაზირ დანდის რაიონში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მოკლულია ორი მძღოლი და დაჭრილია კიდევ ორი პირი. საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი მძღოლი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ის პეშავარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსგავს თავდასხმებზე პასუხისმგებლად თავს პაკისტანის „თალიბანი“ აცხადებს ხოლმე, თუმცა, ბოლო თავდასხმაზე განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. პაკისტანზე ნატოს ძალების მომარაგების მთავარი სატრანზიტო მარშრუტი გადის.
XS
SM
MD
LG