Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადაზღვევო ინდუსტრიამ ზარალით დაასრულა 2013 წელი


სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სადაზღვევო ინდუსტრიამ 2013 წელიც ზარალით დაასრულა. მართალია, ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს, თუმცა მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2012 წელთან შედარებით, როცა სექტორის ზარალმა 7 მილიონს გადააჭარბა. ზედამხედველობის სამსახურის თანახმად: სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ შარშან 60 მილიონ ლარს გადააჭარბა, 11 მილიონზე მეტი ინდუსტრიამ სიცოცხლის დაზღვევიდან მიიღო, 49 მილიონი ლარი არასიცოცხლის დაზღვევაზე მოდის, საპენსიო საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ კი 83 565 მილიონი შეადგინა.
XS
SM
MD
LG