Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიხსნა „ევროპის კვირეული“


საქართველოში გაიხსნა „ევროპის კვირეული“, რომლის მიზანი ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაა. „საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება დრო, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია, 24-საათიანი მუშაობა", - განაცხადა კვირეულის გახსნისას სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, ერთიანი, მთლიანი და თავისუფალი ევროპის შექმნა ჯერ დასრულებული არ არის და გამოწვევებიც ამიტომ არსებობს. „ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა უკრაინის მოვლენების გამო და ამ სიტუაციის მოსაგვარებლად და უკრაინაში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ყველანი უნდა გავერთიანდეთ“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება - ოკუპაცია და მოვლენების გარედან დაგეგმვის მცდელობა, მიუღებელი უნდა იყოს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რადგან საფრთხეს მხოლოდ ერთ რეგიონს არ უქმნის.
XS
SM
MD
LG