Accessibility links

logo-print

ქართული პოლიტიკური პარტიების ახლაგაზრდული ორგანიზაციები


ავტორი: თორინიკე ბოლოკაძე

იმდენად, რამდენადაც უმნიშვნელოვანესი საქართველოში პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება - განვითარების პროცესი - მასში უშუალოდ მონაწილეობა, თუ, უბრალოდ, მასზე დაკვირვება, ერთ-ერთი საინტერესო და საკამათო საკითხია ქართულ პოლიტიკურ პარტიებში ახლაგაზრდების მონაწილეობა.
შემდეგ აბზაცებში შევეცდები ვისმჯელო, გავაკრვიო და წარმოგიდგინოთ ჩემი შეხედულებები თუ იდეები საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახლაგაზრდულ მიმართულებებზე. ჩემი შეხედულებებისდა მიხედვით, ვუპასუხებ იმ საჯაროდ პასუხ გაცუემელ კითხვებს, რაც ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობის ხარისხს, ინტერესებს, მოტივაციებს, მიზნებსა და ამოცანებს შეეხება:
რამდენად ეფექტურია ახლააგზრდების ყოფნა პოლიტიკურ პარტიებში?
რა ინტერესები მოძრავებთ ახალგაზრდებს პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებისას?
რა არის მათი მოტივაცია, თუ მიზანი?
რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობას?
როგორ უყურებს საზოგადოება ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტიურობას?ისეთ ემოციურ და აჟიტირებულ ხალხს, როგორიც საქართველოშია, ჩემი დაკვირვებით, შედარებით, დასავლური ხალხებისგან, რა თქმა უნდა, ახლაგაზრდებიც ასევე აქტიური ჰყავს. წლების განმავლობაში მედია საშუალებებით თვალს ვადევნებდით ახალგაზრდების აქტიურობას, მათს პირდაპირ, თუ ირიბ მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად ხარისხიანი, რამდენად ეფექტური იყო ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების მეშვეობით პოლიტიკურ პროცესში. მახსენდება ბევრი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები სისტემატურად ჩანდნენ საპროტესტო აქციებსა, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ აქტივობებზე, ისინი სკანდირებდნენ, ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ, ისინი საქართველოსა, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დროშებით მოხატულნი დადიოდნენ, ისინი ხმის მიცემისკენ მოუწოდებნდნე ამომრჩევლებს, ისინი ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებნენ ადამიანებს, ისინი თავგანწირულნი იყვნენ და ა.შ. მაგრამ რა იყო ეს? რა მოტივაცია და ინტერესტი გააჩნდათ მათ? რისთვის იღვწოდნენ და რის მოპოვებას ცდილობდნენ?
პირველ რიგში, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, გამოვყოფ ორის სახის აქტივობის სფეროს, რითაც პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული ახალგაზრდები ივყნენ დაკავებულნი და ჩართულნი აქტიურად.
ესაა რაც უკვე ზემოთ ითქვა, საპროტესტო აქციებსა და წინასაარჩევნო პიარ კამპანიებში, მათი მონაწილეობის სფერო. აქ ახალგაზრდები გამოირჩევიან მაქსიმალიზმით, ემოციურობითა და გამძაფრებულობით. ისინი აქტიურად ეწინააღდმეგებიან მოწინააღმდეგე პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებს. ზოგჯერ წინააღდმეგობა გადადის სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებაში და სრულდება შედეგით, როცა მმართველი პარტიის ახლაგაზრდა აქტივისტების „მჩაგვრელი“ მისი კონკურენტი პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები ისჯებიან მომხდარის გამო. პრობლემა არ მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ახლაგაზრდების მაქსიმალიზმსა და ემოციურობაში, ალბათ, სასურველია, პრობლემის სათავეები ვეძიოთ იმაში, თუ რატომ ხდებიან საერთოდ ახლაგაზრდები პარტიების წევრები. მოცემულ საკთხს ქვემოთა აბზაცებში განვიხილავ;
მეორე სფერო, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამწუხაროდ, საკმაოდ მცირე მასშტაბისაა. ეს მოიცავს ახლაგაზრდების პოლიტიკურ დებატებს ტელევიზიებსა, თუ სხვაგან; ახლაგაზრდების ინტელექტუალურ აქტივობებს; ახლააგზრდების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს; და რაც ყველაზე მთავარია, მათ მონაწილეობას პოლიტიკაში, პარტიების მიღმა. შეგვიძლია გავიხსენოთ ტელეკომპანიის „კავკასია“ ეთერში გამართული ახალგაზრდული დებატების შოუები, რაც როგორც იდეა, საკმაოდ სასარგებლო იყო, თუმცა მისი ხარისხი საკმაოდ დაბალი, გამომდინარე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტების მომზადების, ცოდნისა და პოლიტიკური ხედვის არცთუ ისე მაღალი დონისა. ახალგაზრდების პოლიტიკაშ უშუალო მონაწილეობას რაც შეეხება, ყველასთვის ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში მყოფი ახლაგაზრდების შესახებ, რომელნიც ძირითადად მმართველი პარტიის წევრებისგან იყვნენ დაკომპლექტებულნი. მგალიატად, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრსო, სხვა სამინისტროები, აგრეთვე, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში დასაქმებული ახალგაზრდებიი მმართველი პარტიიდან. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში. ძნელად აღსაქმელი და გასაგებია მათი კომპეტენციის საკითხი შესაბამის უწყებებში, მათი სამსახურში მირების კრიტერიუმები, თუ სხვა საკითხები.მეორე რიგში, რაც საინტერესო და ყველაზე მეტად საძიებო საკითხია, ეს ახლაგაზრდების მოტივაცია, მიზნები და ინტერესებია, რატომაც ისინი ერთიანდებიან პოლიტიკურ პარტიებში. ბევერი ახლაგაზრდისგან, თუ უფროსი თაობის ადამიანებისგან მსმენია და მიმიღია მითითება, რომ გავერთიანებულიყავი პოლიტიკურ პარტიაში. პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანება ახლაგაზრდისთვის (საქართველოში), ესაა გზა: ა) გარკვეული რესურსების ხელმისაწვდომობისკენ, რაც სხვა ახალგაზრდებისთვის მიუწვდომელია. ამ რესურსებში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ფულადი, სამსახურებრივი, უფლებრივი, თუ სხვა სახის რესურსები. მმართველი პარტიის ახლაგაზრდულ ფრთაში გაწვერიანება საქართველოში ასოცირდება სხვადასხვა სამთავრობო პროექტებში უკონკურსო, თავისუფალ მონაწილეობასთან; სხვადასხვა ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან; სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობებისას სხვადასხვა სახის პრობლემის მარტივად გადაჭრასთან. ანუ, თუ ახალგაზრდა მმართველი პარტიის ახლაგაზრდული ფრთის წევრია, მას შეუძლია მობილიზება გაუწიოს იმაზე მეტ უფლებას, თუ რესურსს, რაც სხვა ჩვეულებრივი, უპარტიო ახლაგაზრდასთვისაა ხელმისაწვდომი; ბ) საქართველოს 1990-იანი წლების დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული პერიოდის ხანგძრლივობიდან გამომდინარე, შეგვიძლია იმაზე საუბარიც, რომ ბევრ შემთხვევაში, ახლაგაზრდები, რომელნიც ერთგულად მსახურებენ პოლიტიკურ პარტიას, შემდეგში ერთვებიან აქტიურ პოლიტიკაშიც. ცოტა პარადოქსული სიტუაციაა, რადგანაც ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლაგაზრდები, რომელნიც ერთგულობდნენ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, შემდეგში, მათ თვითონ შექმნებს პოლიტიკური პარტიები, ან გაერთიანდნენ სხვა პარტიებში, რისი მეშვეობითაც ისინი ჩაერთვნენ აქტიურ პოლიტიკაში. ანუ, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ესაა გზა წარმატებული პოლიტიკური კარიერის შექმნისაკენ; გ) ფიქსირდება შემთხვევბი, როდესაც ახლაგაზრდები პოლიტიკურ პარტიებში მოტყუებით გააწევრიანეს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია შევაჯამოთ საქართველოში არსებული სიტუაცია ამ კუთხით. სიტუაცია შემდეგგვარია: ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ პოლიტიკურ პარტიებში. მათი ძირითადი მოტივი ის ჯილდოა, რასაც ისინი მოელიან პოლიტიკური პარტიებისგან (ეს შეიძლება იყოს ფულადი რესურსი, სამსახური, თუ სხვა წარმატებული პოლიტიკური კარიერა). მათი მიზანია, რომ საკუთარი თავის წარმოჩენის მეშვეობით, მიაღწიონ წარმატებას პოლიტიკურ პარტიებში. მათი ინტერესის სფერო პოლიტიკური პარტიებისგან მიღებული დივიდენდებია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG