Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ სლავიანსკთან ცხარე შეტაკებებია


უკრაინიდან იუწყებიან აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკთან ცხარე შეტაკებების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ არიან დაღუპულები უკრაინელ სამხედროებსა და პრორუსულად განწყობილ ექსტრემისტებს შორის შეტაკებებისას. მეამბოხეები უკან იხევენ სლავიანსკის ცენტრის მიმართულებით მას შემდეგ, რაც მთავრობის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს სატელევიზიო ანძაზე. სლავიანსკის მოსახლეობა 140 000-მდე კაცია. ის აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი ქალაქია, რომელსაც რუსეთის მომხრე მეამბოხეები აკონტროლებენ. უკრაინის მთავრობამ პირობა დადო, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას გააგრძელებს ქალაქზე კონტროლის აღდგენამდე.
XS
SM
MD
LG