Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში იწყება ექსპერტების მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ნიუ-იორკში იწყება ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტების მოლაპარაკება, რომლის მიზანიც არის შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამისთვის ლიმიტის დაწესებაზე. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. მხარეებს განსახილველი რჩებათ ყველაზე რთული საკითხები საბოლოო შეთანხმებისათვის, რომლის მისაღწევად განსაზღვრული ვადა 20 ივლისს ამოიწურება. თეირანმა 4 მაისს გამოაცხადა, რომ უცხოელ ექსპერტებს უფლებას აძლევს, მიმდინარე კვირაში დაათვალიერონ ბირთვული ობიექტები. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უკვე ჩავიდნენ ირანში, სადაც დღეს და ხვალ ნახავენ ორ ობიექტს - ურანის მაღაროს და ურანის გადმამამუშავებელ საწარმოს. ნიუ-იორკის ერთკვირიან მოლაპარაკებაზე მოამზადებენ მინისტრების დონეზე შეხვედრას, რომელიც 13 მაისს ვენაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG