Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა "ინტერტრანსს" მოუწოდა, ვალდებულებები დროულად შეასრულოს


რუსთავი-თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესო აქციების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსთავში ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისა და მძღოლების დასაქმებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ქვემო ქართლის გუბერნატორს მიმართა, რომ თუ კომპანია ვალდებულებას არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ კანონის შესაბამისი ზომები გამოიყენონ. „ჩემთვის ძვირფასია ყველა ბიზნესი, ყველა კერძო კომპანია, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი თითოეული მოქალაქეა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. თავის მხრივ, კომპანია „ინტერტრანსის“ დირექტორმა მამუკა მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვალდებულებებს საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, 25 მაისამდე შეასრულებენ.
XS
SM
MD
LG