Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლავიანსკთან შეტაკებისას მოკლეს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკთან, რუსეთის მომხრე ექსტრემისტებთან ბრძოლაში. სამინისტროს ინფორმაციით, ექსტრემისტები, რომლებიც სლავიანსკს აკონტროლებენ, სამოქალაქო პირებს იყენებენ ცოცხალ ფარად და სახლებიდან ისვრიან. სამინისტრო იუწყება, რომ არის მსხვერპლი სამოქალაქო პირებში, თუმცა სამინისტრო არ აზუსტებს დაღუპულების რაოდენობას. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა, მარინა ოსტაპენკომ ორშაბათს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმიდან სლავიანსკში ჩავიდა 150 კაზაკი, სეპარატისტების დასახმარებლად. უკრაინის მთავრობა რუსეთს ადანაშაულებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის გაღვივებაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG