Accessibility links

სლავიანსკთან ჩამოაგდეს უკრაინის არმიის კიდევ ერთი ვერტმფრენი


უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მისი ვერტმფრენი ჩამოაგდეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკთან, სადაც უკრაინის ჯარები ებრძვიან რუსეთის მომხრე სეპარატისტებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მი-24 ტიპის ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა, მისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად, მაგრამ გადარჩა ყველა, ვინც ვერტმფრენში იმყოფებოდა. სეპარატისტებმა 2 მაისს ასევე სლავიანსკთან ჩამოაგდეს უკრაინის ჯარის ორი ვერტმფრენი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს სლავიანსკთან რუსეთის მომხრე ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 30 უკრაინელი ჯარისკაცი. სლავიანსკს, რომლის მოსახლეობაც 140 000-მდე ადამიანია, სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინის მთავრობა რუსეთს ადანაშაულებს აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში დაპირისპირების პროვოცირებაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG