Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას მოუწოდებს „სისხლისღვრისათვის“ ბოლოს მოღებისაკენ


რუსეთმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ოპერაცია მოსკოვის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ და დაიწყოს მოლაპარაკება კრიზისის მოსაგვარებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება ქალაქებს, საიდანაც სეპარატისტების განდევნას ცდილობენ უკრაინელი ჯარისკაცები. რუსეთის საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, „გონს მოეგოს, ბოლო მოუღოს სისხლისღვრას, გაიყვანოს ჯარები და ბოლოსდაბოლოს მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, რათა დაიწყოს ნორმალური დიალოგი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზებზე“. მოსკოვის ამ განცხადების ფონია ცნობები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკთან გააფთრებული შეტაკებების შესახებ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, დაიღუპა უკრაინის უშიშროების ძალების, სულ ცოტა, ოთხი წევრი. ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სლავიანსკთან ჩამოაგდეს მისი ვერტმფრენი. ავაკოვის მონაცემებით, რუსი ექსტრემისტები ცოცხალ ფარად იყენებენ სამოქალაქო პირებს.
XS
SM
MD
LG