Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სირიის ოპოზიციას ვაშინგტონში მისიის გახსნის ნება დართო


აშშ-ის მთავრობამ ნება დართო სირიის ოპოზიციას, გახსნას ოფიციალური დიმპლომატიური მისია ვაშინგტონში. სახელმწიფო დეპარტამენტის 5 მაისის განცხადებით ამაღლდა სირიის ოპოზიციის საბჭოს სტატუსი, რომელიც წარმოდგენილი იყო არაფორმალური სამოკავშირეო ოფისის სახით მას შემდეგ, რაც 2012 წლის დეკემბერში აშშ-მა ეს ჯგუფი სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად სცნო. სახელმწიფო დეპარატმენტის გადაწყვეტილების ფონია სირიის ოპოზიციური საბჭოს თავკაცის აჰმედ ჯარბას პირველი ვიზიტი, რომელიც 8 მაისს გაიმართება და რომლის დროსაც სირიის ოპოზიციის ლიდერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიიღებს.
XS
SM
MD
LG