Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" მედიის პატივისცემისკენ მოუწოდებს უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს


5 მაისს ამერიკაში არსებულმა ორგანიზაციამ - „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს უკრაინაში - პატივი სცენ მედიის საზოგადოებრივ როლს, აგრეთვე სთხოვს უკრაინის ხელისუფლებას კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი, ვინც გასულ შაბათ-კვირას ოდესაში თავს დაესხა ჟურნალისტებს. უფლებადაცვითი ორგანიზაცია მონიტორინგის ადგილობრივ წყაროებს ეყრდნობა და ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინტერნეტ-საიტ Dumskaya.net-ის მთავარი რედაქტორი ოლეგ კონსტანტინოვი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ზურგში, ხელსა და ფეხში. ოდესის საიტ „ტაიმერის“ რეპორტიორ ანტონ დოცენკოს ტყვიით აქვს მიყენებული ჭრილობა ხელში. სამართალდამცავმა ფეხში ესროლა ახალი ამბების პორტალ „ინფო-ცენტრის“ რეპორტიორ პეტრო პაკულას მიუხედავად იმისა, რომ მას ეცვა ჟილეტი წარწერით „პრესა“. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ინფორმაციიით, კიდევ, სულ ცოტა ორი ჟურნალისტი გახდა თავდასხმის მსხვერპლი. ესენი არიან: „ტაიმერის“ ჟურნალისტი ანნა ლევჩენკო, რომელსაც დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა ქვები დაუშინეს და დამოუკიდებელი ტელევიზიის - „მეხუთე არხის“ ჟურნალისტი ნატალია ტარასოვსკაია, რომელსაც პირდაპირი ეთერის დაწყებამდე თავს დაესხნენ პრო-რუსულად განწყობილი აქტივისიტები.
XS
SM
MD
LG