Accessibility links

logo-print

ნატოს სარდალი - რუსეთი არ აპირებს უკრაინის აღმოსავლეთში ჯარის შეყვანას


„როიტერზის“ ცნობით, ნატოს ჯარების სარდალმა ამერიკელმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, რუსეთის ჯარი, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვართან არის კონცენტრირებული, არ აპირებს უკრაინის აღმოსავლეთში შესვლას. ნატოს ჯარების სარდლის თანახმად, ის ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ფიქრობდა, რომ რუსეთი შეეცდებოდა უკრაინის სამხრეთის დაკავებას ყირიმთან სახმელეთო კავშირების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ახლა ბრიდლავი თვლის, რომ მოსკოვი სხვა გზებით შეეცდება მიზნების მიღწევას, კერძოდ - უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციით, დაძაბულობის პროვოცირებით, სეპარატისტების გაძლიერების ხელშეწყობით. ნატოს სარდალმა ოტავაში გამოსვლისას აგრეთვე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ხერხდება იმის დაზუსტება - ურევია, თუ არა რუსეთის საპეცდანიშნულების რაზმების ხელი უკრაინის ვერტმფრენების ჩამოგდებაში. ამასთან, ნატოს გენერალი დარწმუნებულია, რომ ასეთი რაზმები მოქმედებენ უკრაინის ტერიტორიაზე. სხვადასხვა წყაროს თანახმად, გასულ კვირაში უკრაინის სამი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG