Accessibility links

logo-print

გაეროს ინსპექტორები ირანში შეამოწმებენ ურანის საბადოსა და გადამამუშავებელ ობიექტს


ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფი ირანშია და 6 მაისს აპირებს ურანის საბადოსა და ურანის გადამამუშავებელი ობიექტის მონახულებას. თეირანის თანახმად, ამ შემოწმებების დასრულების შემდეგ მას შეეძლება განაცხადოს, რომ შეასრულა სააგენტოსთან თებერვალში დადებული შეთანხმება. მიმდინარე კვირაში მომლაპარაკებლები ირანიდან და "ექსვეულის" ქვეყნდებიდან - დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და აშშ-დან შეეცდებიან გადაჭრან ყველაზე რთული საკითხები ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუდმივი შეთანხმების მისაღწევად. ამგვარი შეთანხმების მიღწევის ვადად გასული წლის ნოემბერში 20 ივლისი განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG