Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიომიელიტი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური პრობლემაა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პოლიომიელიტი გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო პრობლემად იქცა და მომავალ თვეებში, შესაძლოა, გაიზარდოს დაავადების შემთხვევები. გაეროს ჯანდაცვის უწყების ინფორმაციიით, პოლიომიელიტის აფეთქებები აღინუსხა აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის, სულ ცოტა, 10 ქვეყანაში და ეს მოვლენა საერთაშორისო რეაგირებას საჭიროებს. დადგინდა, რომ ვირუსის გავრცელება მოხდა პაკისტანიდან, სირიიდან და კამერუნიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ამ ქვეყნებს - მათი საზღვრების დატოვებამდე მოქალაქეებს მოსთხოვონ პოლიომიელიტზე ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა. გაეროს მიერ შექმნილი მეთვალურეთა დამოუკიდებელი საბჭო თვლის, რომ პაკისტანი ჰგავს „დენთის კასრს“ - არსებობს საფრთხე, რომ ამ ქვეყნიდან პოლიომიელიტის მასშტაბური გავრცელება მოხდება. ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ვირუსი გავრცელდება იმ ქვეყნებშიც, სადაც ერთხელ უკვე მოხერხდა მისი აღმოფხვრა, მაგალითად - ერაყსა და უკრაინაში.
XS
SM
MD
LG