Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის ბორნის მსხვერპლთა ძებნისას დაიღუპა მყვინთავი


6 მაისს სამხრეთ კორეაში დაიღუპა მყვინთავი, რომელიც 16 აპრილს სამგზავრო ბორნის ჩაძირვის მსხვერპლთა ძიების ოპერაციაში მონაწილეობდა. სამხრეთ კორეის სამაშველო შტაბის წარმომადგენლის ინფორმაციით, 53 წლის მყვინთავმა - გვარად ლიი, გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნული სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას ეს პირველი მსხვერპლია. სამხრეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპული ლიი ვეტერანი მყვინთავი იყო და სპეციალიზებული იყო საზღვაო ინჟინერიასა და სამაშველო საქმიანობაში. სამშაბათს დილით ადრე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მან პირველად ჩაყვინთა ჩაძირული ბორნის მსხვერპლთა მოსაძებნად და 25 მეტრის სიღრმეზე ჩასვლისას გონება დაკარგა. 5 წუთის განმავლობაში დაიკარგა მასთან კონტაქტი, რის შემდეგაც კოლეგა მაშველებმა ლიი წყლის ზედაპირზე ამოიყვანეს. სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ოპერაციაში ჩართვამდე მაშველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გულდასმით შესწავლის ბრძანება გასცა. 16 აპრილს სამხრეთ კორეის სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად 262 ადამიანი დაიღუპა. 40 მათგანი დღემდე არ არის ნაპოვნი. კატასტროფას 174 ადამიანი გადაურჩა.
XS
SM
MD
LG