Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტს განაგრძობს აშშ-ში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი ალასანიამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა ბრუკინგსის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლისას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალასანიამ ყურადღება გაამახვილა ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. „ვისაუბრეთ, რომ საქართველო არის ძლიერი, დემოკრატიულად განვითარებული და სანდო პარტნიორი და აქედან გამომდინარე პირდაპირ ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა სექტემბრის სამიტზე ქვეყანამ ნატოს ახალი ინსტრუმენტი მიიღოს“, - განაცხადა საჯარო გამოსვლის შემდეგ ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, საუბარი იყო იმაზეც, თუ რა დახმარება უნდა გაუწიოს აშშ-მა საქართველოს ადეკვატური თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის. ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის აგრესიაზე.
XS
SM
MD
LG